პრემიერ-მინისტრი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში, რომელიც ლატვიაში მშვიდობის განმტკიცებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ რაიმონდს ვეიონისის პირადი წვლილის წყალობით, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული და პარტნიორული ურთიერთობა გაღრმავდება.

„დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი სახელმწიფოების საერთო ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას, ასევე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაში“შინაგან საქმეთა სამინისტრო მონსტრს დაემსგავსა”, – ეკა ბესელია
შემდეგი სტატია17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო