პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

“არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას – სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომლებიც “ჯერ კიდევ გამომწვევად მოქმედებენ”. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დამშვიდდება.

banner
წინა სტატიაშიჩაჩუას საქმე იყო ფაბრიკაცია – აცხადებს გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაშსს ,,თავისუფალი ზონის,, გოგონებზე დევნას აპირებს – ვაშაძის ბრიფინგი