პრემიერ-მინისტრი ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში 2008 წლის ივლისის შემდგომ პირველად იმყოფებიან.

დიპლომატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საუბრის მთავარი თემები იყო.

პრემიერმა ელჩებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული ვითარების გასაცნობად.

საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე საქართველოს მთავრობის პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და იმ პროგრესს, რომელიც ამ მიდგომამ სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებში მოიტანა.

მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზეც ისაუბრეს, რომლის შემდეგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქეთის არჩევნების შედეგები: ერდოღანის პარტია ზეიმობს, ოპოზიციის ლიდერები გადადგნენ…
შემდეგი სტატიაშსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო