პრემიერ-მინისტრი დღეს რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრება

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციას დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამართავს.

მთავრობის მეთაური ბიზნესმენებს ამბროლაურის კულტურის სახლში 14:00 საათზე შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს.

ახალი პროგრამა – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად.

რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან

banner
წინა სტატიაშიავღანეთში მომხდარი აფეთქებისას 22 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური აშშ-ში შეხვედრებს მართავს