პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის პატრონაჟით ორგანიზებულ ლიდერთა სამიტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ ISIL-ისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ლიდერთა სამიტს დაესწრო.

სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

სამიტის მონაწილეებმა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა