პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დღეს დაიწყება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დღეს დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილი და დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის პირველ პირებთან გამართავენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლებმაც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

მათი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე განიხილება კონკრეტული საინვესტიციო პროექტები.

ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია თავდაპირველად რუმინეთის მთავრობის სახლში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოლეგას პირისპირ შეხვდება.

დღესვე გაიმართება შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან.

banner
წინა სტატიაში“არემჯი გოლდის” თანამშრომლები ირაკლი პეტრიაშვილს უპირისპირდებიან
შემდეგი სტატიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ 14:00 საათისთვის დაინიშნა