პრემიერ-მინისტრის ზარი არჩილ ხაბაძესთან და ბულვარიდან აღებული ჯიხურები

ბათუმის ბულვარი დღეს ჯიხურებისგან თავისუფალია. მერიამ რკინის კონსტრუქციები ისევ საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააბრუნა, თუმცა მოვაჭრეებს მუშაობის უფლება იქ სექტემბრამდე ექნებათ. ამ პერიოდისთვის საუკუნის წინანდელი დიზაინის კონსტრუქცია თანამედროვე ჯიხურებმა უნდა ჩაანაცვლოს.

გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ ჯიხურების ბათუმის ბულვარში განთავსების და შემდეგ მათი აღების შესახებ ისე მიიღო, რომ მოვაჭრეებისთვის არაფერი უკითხავს.

ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯიხურების თემაზე გვიან ღამით აჭარის მთავრობის მეთაურს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა.

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, თეა ვარშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, გიორგი მაისურაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მდინარე ვერე თავიდან ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ ზომები