პრემიერმინისტრი თურქ ინვესტორს შეხვდა

თურქეთის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. ჩალიკ ჰოლდინგის თავმჯდომარე  ახალი  საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრს ესაუბრა. კომპანია საქართველოში ტექსტილის წარმოების განვითარებით არის დაინტერესებული.

გარდა ამისა ინვესტორი განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე აქვს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.

ჩალიკ ჰოლდინგმა საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. “კასრების საქმეზე” პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო