პრემიერი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ”
“პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა ბატონი ვახტანგის კანდიდატურა. ის გახდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ახალ კანდიდატს სავარაუდოდ, ორშაბათს წარვუდგენ საზოგადოებას, მანამდე ბატონი ვახტანგი შეასრულებს შს მინისტრის მოვალეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ახალი შს მინისტრი 1-ელ აგვისტომდე უნდა დაასახელოს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: თუ ტარიფი აიწევს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდირება აუცილებლად იქნება