„პრემიერი უნდა წავიდეს, ის მოწვეულია ამ მაღალი დონის ღონისძიებაზე,”-ელისო ჩაფიძე გაერო-ში ვიზიტზე საუბრობს

უმრავლესობის წევრის დეპუტატ ელისო ჩაფიძესთვის პრობლემატური არაა თუკი აშშ-ში საქართველოდან პრემიერი და პრეზიდენტიც გაემგზავრება, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ძირითად ღონისძიებებზე დელეგაციას პრემიერმა უნდა უხელმძღვანელოს და გაეროში სიტყვითაც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს.

ჩაფიძის თქმით გიორგი მარგველაშვილი კი ლიტვის პრეზიდენტის ღონისძიებას უნდა დაესწროს, სადაც არის ის მიწვეული.

„პრემიერი უნდა წავიდეს, ის მოწვეულია ამ მაღალი დონის ღონისძიებაზე, ის წარმოადგენს ქვეყნის პირველ პირს და მან უნდა წარმოადგინოს საქართველო პოლიტიკური, საგარეო ორიენტაციის და სხვა თვალსაზრისით. ხოლო პრეზიდენტის მიწვევა არანაირად არ უშლის ხელს ღონისძიების მიმდინარეობას, ის ისაუბრებს ქალთა უფლებებზე და არა მგონია, რომ პრობლემური იყოს ურთიერთშეთანხმება,“ – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაში“გაერო-ში დელეგაციას უხელმძღვანელებს და სიტყვით გამოვა პრემიერმინისტრი” – კახა იმნაძე
შემდეგი სტატია“საქართველოს ჰყავს ყეყეჩი პრემიერი”-აკაკი მინაშვილი აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრობს