პრემიერი “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, ლიკანში “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის.
როგორც “თაიმერს” მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ნავთობკომპანია “ყაზტრანს ოილის” დირექტორი კაბილდინ კაიერგელდი და ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევი დაესწრებიან.
სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული. კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.
კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია “ყაზმუნაიგაზის” ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის ახალ მენეჯმენტს პროექტი შეჩერებული დახვდა. ახალმა მენეჯმენტმა პროექტის დასასრულებლად დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა მშენებლობის შეუფერხებელი პროცესი. მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა. ამჟამად, “რიქსოს ბორჯომმა” მუდმივ შტატში 200 ადამიანი აიყვანა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილოა
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა