პრემიერი მზადაა “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებას ხელი შეუწყოს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით მიესალმება.
როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის შესანიშნავი იდეა.
“მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას”, – ნათქვამია პრემიერის განაცხადაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- სვეტიცხოვლობას ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა, სადაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: რუსეთი მეზობლებს საკუთრებად განიხილავს
შემდეგი სტატია“ეს იყო ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას,”- პრეზიდენტი ბრატისლავაში ვიზიტს აფასებს