პრემიერის ინიციატივით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება

15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მან მთავრობის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულების პოჯახებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა „ეს არის დიდი ტრაგედია.“

პრემიერის თქმით, შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფისთვის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიCNN: წყალდიდობამ 12 ადამიანი იმსხვერპლა. ზოოპარკის ცხოველები კი თავისუფლები არიან
შემდეგი სტატიაზურაბ გურიელიძე: ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი ქალაქშია გაბნეული