პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა.

როგორც „ნიუპოსტს“ დავითაიამ განუცხადა, პრეზიდენტი კარგად მოიქცა, როდესაც პრემიერი გააკრიტიკა.

„პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ აბა ბიჭებო დაერიოთ ერთმანეთსო. ეს არ გავდა მთავრობის მეთაურის განცხადებას. მსგავსი განცხადებები პასუხისმგებელმა პირმა არ უნდა გააკეთოს. ეს დასაგმობია და კარგად მოიქცა ბატონი პრეზიდეენტი, როდესაც ღარიბაშვილის განცხადება გააკრიტიკა. ეხლა პრეზიდენტთან შესახვედრად მივდივართ პოლიტიკური პარტიები, სადაც მსჯელობა მიმდინარე პროცესებზე გაიმართება. ზოგადად, ყველას თავისი მხარე აქვს. ამ ფონზე პოლიტიკოსებმა ტემპერატურა არ უნდა ავწიოთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს“, – აღნიშნა დავითაიამ.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი ასევე გმობს წამების ამსახველი ვიდეო-კადრების გავცრელებას და საჯაროს ამის ტირაჟირებას.

„სწორედ ეს კადრები უწყობს ხელს სამოქალქო დაპირისპირების გაღვივებას, უნდა დასრულდეს კადრების ომი. ეს მწამებლები კი არ უნდა დაინდო სამართლებრივ ჭრილში. ხელისუფლება ვალდებულია დასაჯოს მწამებლები. გვარამიას განცხადებაზეც სასწრაფო გამოძიებაა ჩასატარებელი. რადგან მსგავსი შანტაჟის დროს შემდეგი სროლას ხოლმე“, – ამბობს დავითაია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ხობის რაიონული ოფისიც დარბეულია (ფოტო)
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს”- თინა ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს