“პრეზიდენტ მარგველაშვილის ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული ათონელის რეზიდენციაში,” – კახა კალაძე

“პრეზიდენტ მარგველაშვილის ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული ათონელის რეზიდენციაში,” – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძე ფიქრობს, რომ ათონელის რეზიდენციის ბედი დროულად უნდა გადაწყდეს.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის ყველა მოთხოვნა არის გათვალისწინებული ათონელის რეზიდენციაში. ჩვენ მოვისმინეთ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ყველანაირი სამუშაოები არის უკვე დასრულებული. უნდა გადაწყდეს თუ რა უნდა ვუყოთ ამ შენობას,” – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს