პრეზიდენტ ლუკაშენკოს დედა გარდაიცვალა

26 მაისს, ბელორუსულ ტელეკომპანია ,,Беларусь 1,,-ში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივნის ნატალია ეისმონტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გარდაიცვალა პრეზიდენტ ლუკაშენკოს დედა ეკატერინა ლუკაშენკო..

გავრცელებული ინფორმაციით, დედის გარდაცვალების გამო, ბელორუსიის პრეზიდენტმა 2 დღით გადადო პაკისტანში 26-27 მაისს დაგეგმილი ვიზიტი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს დედა 90 წლის ასაკში გარდაცვალა. ის ახლანდელი მოგილოვის ოლქის ერთერთ სოფელში დაიბადა და გერმანელებთან ომის დამთავრების შემდეგ ვიტებსკში გადავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად, სადაც 1954 წელს ალექსანდრე გააჩინა. შვილის გაჩენის შემდეგ ის მასთან ერთად კვლავ დაბრუნდა საკუთარ სოფელში და იქაურ ფერმაში მწველავად მუშაობდა. პრეზიდენტი ლუკაშენკო, დედამ უმამოდ გაზარდა და ამიტომაც ის დედის გვარს ატარებს.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე შვილებთან ერთად რუსთაველის გამზირზე (ფოტოები)
შემდეგი სტატიაეკოლოგები დელფინის გადარჩენას ცდილობენ