“პრეზიდენტ ალიევს ჩემი მოკვლა უნდა”

"პრეზიდენტ ალიევს ჩემი მოკვლა უნდა"აზერბაიჯანული ტელეკომპანიის “მაიდან ტვ” დირექტორი ამინ მილლი ამბობს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი პირები და პირადად ილჰალმ ალიევი მას სიკვდილით ემუქრება. მუქარას მილლი პირველი ევროპული თამაშების ბაქოში გამართვის კრიტიკას უკავშირებს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. პროექტი 8 მილიარდი დოლარი დაჯდა და როგორც ამბობენ, პირადად ალიევისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
“მათ უნდოდათ და პირადად ილჰალმ ალიევი ფიქრობდა, რომ ეს თამაში მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელიც ასევე დიდ პიარს მოუტანდა” – ამბობს მილლი. ის თვლის, რომ ქვეყანა, სადაც მასწავლებლის ხელფასი 150 დოლარია და ყარაბახის ომის ვეტერანებს 50 დოლარი აქვთ პენსია, ამხელა თანხებს არ უნდა ხარჯავდნენ თამაშებში. მისი თქმით, ქვეყანაში კორუფცია ყვავის უმაღლესი ეშელონებიდან, ასევე, მისი განმარტებით, ქვეყანა საკუთარ საზღვრებს სტალინისტური მეთოდებით კეტავს და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევს.
“მე მუქარების არ მეშინია, ხშირად მიმიღია ის, მაგრამ ამის გამო ბრძოლა არ შემიწყვეტია” – განაცხადა ამინ მილლმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ბაქო სუფსის მილსადენი უკვე დიდი ხანია გადის ოკუპირებულ ტარიტორიაზე
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფო კოსოვოში წყლის მოწამვლაშია ეჭვმიტანილი