“პრეზიდენტს ერთკვირიანი ვადა სწორედ იმისთვის აქვს, რომ უმრავლესობა და მთავრობა ვნებათაღელვის გარეშე შეთანხმდნენ”

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში ხელს მოაწერს და პარლამენტში გადააგზავნის.
მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის კუთხით პრეზიდენტისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებამოსილებები და მისი გამოყენების მიზეზები კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა.
“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ წარედგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ის იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთადერთი უფლებამოსილებაა პრეზიდენტის კონსტიტუციურ არსენალში. მას აქვს შვიდი დღე იმისთვის, პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუციური ბერკეტის გამოყენება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გადაწყეტილებების მიღება სრულიად ფორმსაჟორულ თუ ქაოტურ ვითარებაში ხდება.
“ჯერ მინისტრები ამბობენ, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებენ და მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ მიდიან. ანონსდება, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა საღამოს იქნება წარდგენილი, საღამო იცვლება მეორე დღის 12:00 საათით, 12:00 საათი – 15:00 საათით, 15:00 საათი – 19:00 საათით და მერე აღმოჩნდება რომ ხვალ დილას მოხდება. საუბარია მხოლოდ ორი გადამდგარი მინისტრის შეცვლაზე და მერე სხვა გადაწყვეტილების თაობაზე ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, მთავრობა ფორმასჟორულ ვითარებაში მუშაობს. ერთკვირიანი ვადა პრეზიდენტს სწორედ იმისთვის აქვს მინიჭებული, რომ მოხდეს რაფინირება, მოხდეს ყოველგვარი პოლიტიკური ვნებათაღელვის გარეშე შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის”, – აცხადებს გიორგი კვენჩხილაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისიდან ქუთაისში წასული ღარიბაშვილი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ უკან დაბრუნდა
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: სასახლეში რომ შევიდა, მას შემდეგ, მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო