პრეზიდენტს არასოდეს მოუმართავს რაიმე ინიციატივით – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ 31 მარტს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა…

ღარიბაშვილმა, გუნდურობის პრონციპიდან გამომდინარე, სირცხვილი უწოდა პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ მთავრობის წევრების  ღია კრიტიკას… ,,ჩვენ მოსახლეობას  არ აავურჩევივართ იმისთვის, რომ მათ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის კრიტიკა მოისმინონ ან პირიქით… ჩემი პასუხები მოისმინონ პრეზიდენტის კრიტიკაზე,, განაცხადა პრემიერმინისტრმა.

,,ვინაიდან საჯარო იყო მისი იკრიტიკა… მე მინდა გამოვეხმაურო და მოსახლეობას ვუთხრა, რომ პრეზიდენტს არასოდეს მოუმართავს რაიმე კითხვით ან რაიმე ინიციატივით… ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი  განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ… კითხვა არ დასმულა რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო… უშლის თუ არა ხელს რომელიმე სამინისტროს მუშაობაში,, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აგრეთვე შეახსენა საქართველოს პრეზიდენტს, რომ სახელმწიფოს მეთაური თავად არის.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე არ დასწრების მიზეზად, ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიციაში შარშან მიღებული გადაწყვეტილება და ახალი საკონსტისუციო რელობა დაასახელა, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილის აზრით, მინისტრების დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: კოალიციამ საჭიროდ არ ჩათვალა პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება
შემდეგი სტატია4 აპრილს დედამიწას სისხლიანი მთვარე ელოდება