პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა დღეს 98 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს, რომლის შედეგადაც 98 მსჯავრებული შეიწყალა. აქედან, 74 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. რაც შეეხება დანარჩენ 24-ს მათ სასჯელი შეუმცირდათ.
“74 მსჯავრებულიდან, რომელიც დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ერთი ქალბატონია, ორი არასრულწლოვანი”, – განაცხადა ქორიძემ.
მისივე თქმით, შეწყალების საკითხთა კომისიამ 17-18 ივლისის სხდომაზე სულ 589 მსჯავრებულის საქმე განიხილა.
რაც შეეხება შეწყალებულებს, ქორიძის განცხადებით, შეწყალება შეეხო ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორიც არის ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, ასევე არის მსუბუქი დანაშაულები, მათ შორის მძიმე დანაშაულიც. რაც შეეხება ძალადობრივ დანაშაულებს, ქორიძემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტის მაქსიმალურად იკავებს თავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი : როგორ შეიძლება მინისტრმა თითოეულ პატიმარზე აკეთოს კომენტარი
შემდეგი სტატიაპრემიერი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს