პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტარაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პირევლმა პირმა შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა.
ქორიძის განმარტებით, შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.
ამასთან, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
“ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიეკბის მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის
შემდეგი სტატია„დადგა დრო, ჰააგის პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაებმება თუ არა გამოძიებაში”- თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე