პრეზიდენტმა წვევამდელების ფიცი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი ჩაიბარა. პრეზიდენტმა წვევემდელების ფიცი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიღო.

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვითაც მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ყოფილ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა