პრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა შსს-ს გაყოფის შესახებ კანონს ხელი დღეს მოაწერა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანონპროექტი არის საწყისი ეტაპი და რეფორმები სწორად და გააზრებულად უნდა გაგრძელდეს.

„საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხენების დროს ხაზს უსვამდე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შსს-ს რეფორმიერების საკითხს. ამას ეხებოდა აგრეთვე პრეზიდენტის მიერ ორჯერ ვეტოს გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმის კანონპოექტი არის საწყისი ეტაპი და რეფორმები გააზრებულად უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: უმაქნისი მთავრობა ხართ