პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა , გიორგი აბაშიშვილმა დღეს განაცხადა, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები წარადგინა: დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი. პრეზიდენტი დასახელენულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებსამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3790 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“უნდა ვიყოთ მზადყოფნაში… აგრესია ყოველდღე სახეზეა” – თინა ხიდაშელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო მანევრებზე საუბრობს