პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპრპოექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.
“ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. არა თუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ში «ქალების ვიაგრას» სერთიფიცირებას უწევენ რეკომენდაციას