პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს სააკაშვილის რეზიდენციიდან და შევიდეს ათონელის რეზიდენციაში–ირაკლი კობახიძე

ika1“პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს სააკაშვილის რეზიდენციიდან და შევიდეს ათონელის რეზიდენციაში,” – ეს განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, თოქშოუ არჩევანში საუბრისას გააკეთა.კობახიძეს მიაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებამოსილება შეეზღუდა და შენობა, სადაც ის იმყოფება, მისთვის შეუფერებელია.

“მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო უწყინარი და ითვალისწინებდა იმას, რომ სააკაშვილის რეზიდენციიდან პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო და ათონელზე გადასულიყო. თუმცა, ამას აჟიოტაჟი მოჰყვა როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ასევე მედიისგან და პოლიტიკოსებისაგან.

“კონსტიტუცია ყველამ კარგად უნდა წავიკითხოთ. როდესაც ეს რეზიდენცია აშენდა მიხეილ სააკშვილისთვის, მაშინ ქვეყანაში იყო სუპერ საპრეზიდენტო სისტემა. 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში თვისებრივად საპარლამენტო მმართველობააა. პრეზიდენტის სასახლე მის ფუნქციებს არ შეესაბამება. ამიტომაა საჭირო, რომ გიორგი მარგველაშვილმა შენობა დატოვოს და ათონელზე გადავიდეს. მე მიჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტმა 9-წლიან პროცესებზე მოსაზრება შეიცვალა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

“პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის ბერკეტი სამართლებრივად მთავრობას აქვს, თუმცა მეორეა პოლიტიკური მხარე და აქ მკაფიო განცხადება იქნა გაკეთებული მთავრობის მეთაურის მხრიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ ,,ისლამურ სახელმწიფოს,, იარაღს აწვდის…?
შემდეგი სტატიაკადიროვის ხელფასი წელიწადში ნახევარი მილიონით გაიზარდა