პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად 9 თებერვლამდე კანდიდატურების წარდგენას ელოდება

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

პრეზიდენტი საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად 9 თებერვლამდე საკუთარი კანდიდატურების წარდგენას სთხოვს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. მან შეაფასა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის წინა პროცესი და აღნიშნა, რომ კმაყოფილია გამართული კონსულტაციებით.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეიდან 9 თებერვლამდე დაიწყო მეორე პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დაასახელებს.

დასახელებულ კანდიდატს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტი დასამტკიცებლად ერთ კანდიდატს წარადგენს და მას უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი წარდგენილ კანდიდატურას ვერ დაამტკიცებს, პროცედურა თავიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი თავისუფალია
შემდეგი სტატია“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ,” – ემზარ კვიციანი