პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირების თხოვნით მიმართავს

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტში დეპუტატთა 50%-ზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და შესაბამისად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო კომისია ფუნქციონირებს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მინდა თხოვნით მივმართო, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღმავების თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტში მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტიტის ხელმოწერით წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება.
პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ზღვარის 5%-დან 4%-მდე შემცირება.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ის საკონსტიტუციო ნორმა უქმდება, რომელიც არჩევნებში დაბალი შედეგის მქონე, ბარიერგადალახულ სუბიექტს პარლამენტში ფრაქციის შექმნის მიზნით, მანდატების ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე შევსების შესაძლებლობას აძლევს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში ერთმანეთს ტვირთმზიდი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
შემდეგი სტატია“ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს”