პრეზიდენტი რუსთავი 2–ის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს

მე ფიცი დავდე არა

რუსთავი 2 – ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ისრაელიდან გამოეხმაურა.

“საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში,” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებიოსას.

პრეზიდენტი თვლის, რომ მედიის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

“საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად იმ ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული. იქნება ეს რუსთავი2 თუ სხვა მედიასაშუალებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური ფონი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ქვეყანა ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე.

ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება და განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომელშიც ჩვენ რეალურად საარჩევნო წელიწადში შევდივართ, არის უმნიშვნელოვანესი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიამე დავპატიჟე ისრაელის პრეზიდენტი -მარგველაშვილი ვიზიტს აფასებს