პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგო რატიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებული კრიზისის საფრთხეებს.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს პროცესების შემდგომ ესკალაციას და სურს ქვეყნის სწორი განვითარება.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ უფასურდება
შემდეგი სტატია,ამით არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა”