პრეზიდენტი იძულებულია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს–ვალერი გელბახიანი

იურისტი ვალერი გელბახიანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და მომავალ პოლიტიკურ პროცესებში პრეზიდენტის როლზე საუბრობს, ამასთანავე გელბახიანი იმ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას რომლის წინაშეც შესაძლოა პრეზიდენტი აღმოჩნდეს:

„პრეზიდენტი იძულებულია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს, ივანიშვილის გულის მოსაგებად უტევენ პრეზიდენტს, ძალიან ავიწროებენ და უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ იძულებულს ხდიან, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს პარტიის წევრი, ოფიციალურად ამის დემონსტრირებას ვერ გააკეთებს, რადგან კონსტიტუცია უკრძლავს, მაგრამ ყველაფერს იზამს, რომ კონკრეტული პარტიის უკან საკუთარი ინტერესები განახორციელოს, ასევე ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკური ანგარიში გაუსწოროს არსებულ ხელისუფლებას.

მათ კი ერთადერთი გზა რჩებათ, პრეზიდენტს ტერორისტული აქტი მოუწყონ და მოიშორონ თავიდან, ან პრეზიდენტი აამუშავებს კონსტიტუციით მონიჭებულ მექანიზმებს და ეს ძალიან ცუდად დასრულდება ამ ხელისუფლებისთვის. მე არ ვამტკიცებ, რომ ასე მოხდება თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

წტარო: ალია

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში დევნილი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
შემდეგი სტატიაავსტრიამ აშშ-ს უკრაინელი ოლიგარქის გადაცემაზე უარი უთხრა