პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მოაწერს

გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი“სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ორმაგად სამწუხაროა, რომ თავდაპირველი კანონის მოტივი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედევლობის გატანას, იყო უარგუმენტო. ასევე ვეტოს დაძლევის პროცესში იყო აბსოლუტურად ნული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გაზიარებულიყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პირიქით, შენიშვნები გვაძლევდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა რისკები, რომელიც დაიწყება კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება კანონპროექტზე ხელის მოწერას, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.
პარალმენტმა დღეს ,,ეროვნულ ბანკთან” დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა.

banner
წინა სტატიაში“ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი”-შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების მართვის სადავეებს