პრეზიდენტი – ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონს არც საზოგადოება უჭერს მხარს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

ქვეყნის პირველი პირი დაინტერესდა რამ გააერთიანა უმრავლესობა და უმცირესობა, როდესაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდეს. მისი თქმით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს არც საზოგადოება უჭერს მხარს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები.
“სწორედ ამ საკითხზე გამოვიყენე პირველად ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მიყურადების და მოსმენის მწარე საფუძვლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის თავზე იწვნია. არავის სურს ამ ვითარების თავის თავზე გამეორება. მაშ რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები?” – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მთავრობას საყვედურობს
შემდეგი სტატიასხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირება ხდება, რაც “არ უნდა დავუშვათ