პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. უჩა ნანუაშვილი 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტს ქვეყნის მეთაურს, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს აცნობს.

რეკომენდაცია ეხება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას და იმ პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით ფიქსირდება. ასევე საუბარია ტოლერანტული კულტურის არარსებობაზე ქვეყანაში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

პრეზიდენტის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც წინ არის წამოწეული, პროკურატურის, თუნდაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების, ან ქმედებათა შესაძლო გადამეტების მიმართ რეაგირების ეფექტურობაა.

“ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია თავად პროკურატურის რეფორმირების საკითხთან. მე არ შევალ იმ განხილვაში, როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა, მაგრამ ნამდვილად განსახორციელებელია ამ მიმართულებით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„ჰიუმან რაითს ვოთჩი“-ს წარმომადგენელი შეხვედრაზე აპირებს ყურადღება გაამახვილოს, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და მათი არაეფექტური გამოძიების პრობლემაზე ქვეყანაში, ასევე უმცირესობათა მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტ მარგველაშვილის ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული ათონელის რეზიდენციაში,” – კახა კალაძე
შემდეგი სტატია“სითი პარკს” და მსგავს კომპანიებს სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება ეზღუდებათ