პრეზიდენტი არ შეეხო პრობლემის საფუძვლებს – აცხადებს სერგო რატიანი

სერგო რატიანი: პრეზიდენტი შეეხო ყველა პრობლემას, რომელიც დღეს არის საქართველოში და ეს პოზიტიური იყო, მაგრამ ვფიქორ, რომ ის არ შეეხო ამ პრობლემის საფუძვლებს. მან საერთოდ არ შეაფასა თუ რა არის ეკონომიკური პრობლემის საფუძველი და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი სართოდ არ განსაზღვრა.
მისი მხირდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის ხსენება და მისი ამ ფორტმატის უარყოფითად შეფასება პოზიტიური იყო.
მან სწორი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში დღეს ინსტიტუციების პრობლემაა და ინსტიტუციების პატივისცემა კლებულობს.
ახსენა აგრეთვე პარალელური მართვა და ეს იყო პოზიტიური, თუმცა ამ ფონზე მთავარი მმართველის არხსენება, ვფიქრობ რომ ძალიან უცნაური იყო.
მან ისაუბრა, რომ შსს საჭიროებს რეფორმირებას და ეს იყო პოზიტიური. მისი საუბარი ადამიანის უფლებებზე შეიძლება დადებითად შეფასდეს. თუმცა მან არ ახსენა, რომ რელიგიური ძალადობის მიმართულებით არის გაუარესება.
მისი მხრიდან საარჩევნო სისტემის რეფორმის ხსენებაც პოზიტიური იყო.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმ მემორანდუმს, სადაც საუბარია მაჟორიტარული სისტემის რეფორმაზე. საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეცვალოს დღეს არსებული სისტემა.
აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს აუცილებლად უნდა დასწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ეს შეიძლება ნეგატიურად შეფასდეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი ივანიშვილი
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ–აკაკი ბობოხიძე