პრეზიდენტის ჩართულობა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო–კახი კალაძე

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

სამთავრობო ცვლილებებში პრეზიდენტის ჩართულობა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო.
“პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობა კონსტიტუციიდან გამომდინარე არ იყო. კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის საკითხი, კალაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა. “ამაში რაიმე პრობლემას, უთანხმოებას ნამდვილად ვერ ვხედავ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიშუახევში მოკლულია 20 წლის მამაკაცი
შემდეგი სტატიარა განცხადებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილზე