პრეზიდენტის მრჩევლის შენიშვნებს თეა წულუკიანი არ ეთანხმება

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რასაც თეა წულუკიანი არ ეთანხმება.

“მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი ითვალისწინებს იმას, რომ პროკურატურაში შეიქმნას საპროკურორო კონფერენცია, ეს იქნება პრემიერა პროკურორებისა და პროკურატურის ორგანოების არსებობის ისტორიაში, მათ დაასახელონ თავიანთი წერები საპროკურორო საბჭოში, საპროკურორო საბჭო პირველად შეიქნება, ის იქნება პირველი, რომელიც შეარჩევს და დაამტკიცებს მთავრი პროკურორობის კანდიდატს და შემდეგ უკვე პარლამენტის ჩართულობით მოხდება მთავარი პროკურორის არჩევა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია: კანონპროექტი ნეიტრალურ, დამოუკიდებელ პროკურატურას ვერ უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: თუ აღვადგენთ ნდობას აფხაზებსა და ოსებთან და რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ