პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს იწყებს

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის შერჩევისთვის კონსულტაციებს იწყებს.

გიორგი აბაშიშვილი პირობას დებს, რომ ეს პროცესი ღია იქნება.

„7 თვეში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. შესაბამისად დღეიდან, მე ვიწყებ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, პარლამეტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

banner
წინა სტატიაშიამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით კრიზისების მართვის საბჭოში საგანგებო თათბირი გაიმართა
შემდეგი სტატია“ფსიქოლოგები არა მხოლოდ სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან, მათ მშობლებთანაც მუშაობენ”