პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და ტოომას ჰენდრიკ ილვესის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინა, ხოლო ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის დელეგაციის წევრები გააცნო.

ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები.

დღესვე, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ესტონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა