პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დასახელებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.

28-კაციან სიაში კი შედიან: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.

რეგისტრირებულ კანდიდატებში არ არის “ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარდგენილი ჯონი ხეცურიანი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამის მიზეზი არის ის, რომ ხეცურიანის შესახებ მხოლოდ სატელევიზიო განცხადება გაკეთდა და ადმინისტრაციაში მისი კანდიდატურა წერილობით არ შესულა.

banner
წინა სტატიაში”ლევან სამხარაულმა თქვა, რომ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზამდე მერაბიშვილმა ყველაფერი იცოდა”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ზაქარია ქუცნაშვილს საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უმრავლესობაში კონსულტაციები არ გაუმართავს