პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას, განცხადებით, მოლაპარაკებები პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართება.

რაც შეეხება გამოსვლის ფორმატსა და მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების შესაძლო გამართვას, დავით პატარაია აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის პრეროგატივაა.

„იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით არამხოლოდ თარიღზე, არამედ ფორმატზეც და, შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში შედგება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია,“ – განაცხადა დავით პატარაიამ.

4 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლის გადადების შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირი ილია ჭიღლაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
შემდეგი სტატიარა მოთხოვნას უყენებს ლევან მამალაძე ხელისუფლებას?