პრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია–ირაკლი ალასანია

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

alasaniaპარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის ფაქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალის როლი იზრდება–ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

„მივესალმები, რომ ჩვენი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალბატონი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, მთავრობაში იზრდება. ეს ისეთი პოზიციაა, რომელიც ყველას მართლაც სიამაყით აავსებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ თინა ხიდაშელი ყველაფერს გააკეთებს, რათა უწყებაში თავისი დინამიკა შეიტანოს.

თავად მთავრობის დინამიკაში სიახლე არაფერია. პირველ რიგში, სიახლე არ არის იმაში, რასაც ელოდა ყველა – როგორ გამოვა ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან. ეს ყველაფერი ბუნებრივია, თითოეული მოქალაქის ზურგზე აღიბეჭდება. აქედან გამომდინარე, ალოგიკური იყო ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა“, – განმარტა ალასანიამ.თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ლოგიკური იქნებოდა, თუ მთლიანად მთავრობა, თავისი ხელმძღვანელით შეიცვლებოდა და ახალ ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენდნენ.რაც შეეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ალასანიას განმარტებით, პრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია. შესაბამისად, ის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ლოგიკურად მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში”მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ”ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს არ გავმართავ”
შემდეგი სტატიამე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს პრეზიდენტთან-თინა ხიდაშელი