პრეზდენტი პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო ?

პრეზდენტი პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო ?პრეზიდენტი მზად არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას, ჩაერთონ კონსულტაციებში.

თავის მხრივ კონსულტაციებისთვის მზად არიან დეპუტატებიც.

საპარალამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შეთანხმებას აუცილებლად მიიჩნევს და ამისათვის პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის.

ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, ამბობს, რომ ასეთი კონსულტაციები აუცილებელია. თუმცა, პრეზიდენტთან ამ თემაზე მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ჯერ არაფერი იცის. გედევან ფოფხაძის თქმით კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსულტაციები აუცილებელია და „გადაწყვეტილების მიღება თუ გვინდა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჯეროთ ეს პოზიცია.“

საპარლამენტო ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ თამაშში ჩაერთო.

„როგორც ჩანს, პრეზდენტიც ჩაერთო პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც მთვარობა და უმრავლესობა აწარმოებს. ეს თამაშები მდგომარეობს იმაში, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური დანიშვნა. მთავრობამაც და უმრავლესობამაც არაერთი იერიში მიიტანა სასამართლოსა და მის დამოუკიდებლობაზე და, როგორც ჩანს, ეს ამ პოლიტიკის გაგრძელებაა და შემდგომი ნაბიჯია,“ – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, სერგო რატიანი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ზურაბ აბაშიძე, კი პრეზიდენტთან კონსულტაციებს აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ “უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური, პროფესიონალი, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მისი ნდობის ამაღლებისთვის იყოს მოწოდებული”.

ჯერ უცნობია, როდის და სად გაიმართება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესათანხმებლად პრეზიდენტისა და დეპუტატების შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი “თავისუფალი ზონის” ოფისთან ამოწურულია
შემდეგი სტატიადადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება