პორტუგალიაში “მანდარინების” პრემიერა გაიმართა

საქართველოს საელჩოსა და კომპანია “FILMS4YOU”-ის თანამშრომლობით, პორტუგალიის რესპუბლიკაში, ლისაბონის პრესტიჟულ კინოთეატრში “UCI EL Corte Inglés” ქართულ-ესტონური კოპროდუქციის “მანდარინები” პორტუგალიური პრემიერა გაიმართა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საელჩოს ორგანიზებით, ფილმის პრემიერას სპეციალურად მიპატიჟებული სტუმრები, მათ შორის პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ.
“კომპანია “FILMS4YOU”-მ ფილმის “მანდარინები” ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. 2 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, ექსკლუზიურად UCI-ის კინოთეატრებში ლისაბონსა და პორტუში, ფართო საზოგადოებას ოსკარზე ნომინირებული ქართულ-ესტონური ფილმის ნახვის საშუალება ექნება”, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშირატომ ატარებენ კონცერტს ნინო ბაშარული და მისი მეგობრები?!
შემდეგი სტატიააშშ სააკაშვილის გუნდს წარმატებამდე მიყვანას ჰპირდება