პოროშენკო სამხედრო საბჭოს იწვევს

პოროშენკო სამხედრო საბჭოს იწვევს

პოროშენკო სამხედრო საბჭოს იწვევსუკრაინის პრეზიდენმა პიოტრ პოროშენკომ განკარგულება გასცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შეკრების შესახებ. საბჭოზე მუკაჩევოში შექმნილი სიტუაცია უნდა განიხილონ. ამის შესახებ ფეისბუქზე სახელმწიფოს ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ გაავრცელა ინფორმაცია. უკრაინის შსს და უშიშროების სამსახურმა უკვე გამოაცხადებს მეომრების და ნაციონალისტური მოძრაობა “მემარჯვენე სექტორის” წევრების დაჭერის შესახებ, რომლებმაც ორი დღის წინ მუკაჩევოში მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ავრცელებენ უკრაინის მედია საშუალებები.

უშიშროებისა და ევროპასთან თანამშრომლების ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა საპატრულო მონიტორინგი მუკაჩევოს მიმდებარე ტერიტორიებზე. საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებაში ნათქვამია, რომ უშიშროების სამსახურის 10 მიკროავტობუსი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან. ეუთოს დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ათობით ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
“მემარჯვენე სექტორის” მასშტაბური სროლები 11 ივლისს მუკაჩევოში მოხდა. უკრაინის შსს-ს განცხადებით სროლების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიებრაელები რუსეთს ტოვებენ…
შემდეგი სტატიასაბერძნეთის მაგალითი ესპანელი პოპულისტებისთვის