პოროშენკო რუსების შეჭრას, ხოლო სააკაშვილი ამერიკულ იარაღს ელოდება

CNN-სათვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აუცილებლად მოხდება და ამის დასტურად დაზვერვის ინფორმაცია მოიყვანა…

,,მე მაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ შემოჭრა მოხდება,, განაცხადა პოროშენკომ ამერიკულ მედიასთან საუბრისას.

იმავე მოსაზრებაზეა უკრაინის  ,,ინფორმაციული წინააღმდეგობის,, ჯგუფის კოპორდინატორი დიმიტრი ტიმჩუკი, რომელიც რუსეთიდან როსტოვის სპეცნაზის შეჭრას უახლოეს ხანებში წინასწარმეტყველებს…

ამავე დროს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ ის აშშ-ში უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ლობირებდა…

,,მე თვითონ ჩავედი ვაშინგტონში და უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ვლობირებდი. ჩვენ ჯერ არაფერი არ მიგვიღია, თუმცა ყველაფერი წინაა,, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები მედიაში, გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდის კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადღე.

banner
წინა სტატიაშიპირდაპირ ეთერში მერკელმა პალესტინელ ბავშვს თავშესაფარზე უარი უთხრა+ video
შემდეგი სტატიასენსაციური ვიდეო უკრაინაში ბოინგის ჩამოვარდნის ადგილიდან (VIDEO)