პოროშენკო: “არჩევნები ყველა იმ რეგიონში ჩატარდება, რომელსაც კიევი აკონტროლებს”

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

,,25 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში, ოფიციალური კიევის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მარიუპოლშიც ჩატარდება”– ამის შესახებ უკარინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით არჩევნები მხოლოდ იმ ტერიტორიაზე არ ჩატარდება სადაც უკრაინის ხელისუფლება ამომრჩევლის დაცვას ვერ მოახერხებს.
როგორც პეტრე პოროშენკო აცხადებს ,,ძალიან მნიშვნელოვანი და წონიანია” საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომლებიც დონბასში არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. თუმცა პოროშენკო ,,იაზრებს ყველა რისკსა და საშიშორებას”.

“მარიუპოლიბ დონბასის სიმბოლო გახდა და არ იქნება სამართლიანი ამ ქალაქში მცხოვრებლებს არ მივცეთ მომავალი ხელისუფლების შესახებ აზრის გამოთქმის საშუალება ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინაში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.
აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევნები კი 18 ოქტომბერს და 8 ნოემბერს ჩატარდება. პოროშენკომ ეს ფაქტი, “მინსკის ხელშეკრულებაზე შეტევად” შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიფონდი “ივერიისას” ადმინისტრაცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიამე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებს