პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა – აცხადებს სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება.

სააკაშვილი ტელეკომპანია  ,,ICTV,, – სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთან ბოლო შეხვედრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ შეიძლება იყოს კერძო არმიები…

,,იმის მიხედვით, რაც მე ვნახე იმ ხალხთან შეხვედრების დროს, რომლებიც პრეზიდენტთან მოდიოდნენ… მე  ვნახე, რომ ის მიზნად ისახავს გაჰყვეს იმ წესებს, რომლებიც არსებობს… ეს კარგის ნიშანია იმისათვის, რომ ხალხი გამოვიდეს იმ ჩაკეტილი წრიდან, როდესაც ჰგონიათ რომ ყოველი ახალი ხელისუფლება წინანდელზე უარესია… მე მგონია, რომ პოროშენკოს სურს დაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე და მას ამის გაკეთების შანსი უნდა მიეცეს,, განაცხადა სააკაშვილმა.

-კითხვაზე, თუ რა დროის რესურს ფლობს უკრაინის პრეზიდენტი ნაციონალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად… სააკაშვილმა უპასუხა, რომ ,,ძალიან ცოტას,,…

,,მას რამდენიმე თვე დარჩა იქამდე, სანამ ახალ დეპუტატებს იყიდიან, მედიას დაინაწილებენ და არამმართველი სექტორის დისკრედიტაცია მოხდება რადგან ისინი სხვადასხვა ინტერესებს ემსახურებიან… ამ ყველაფერს მტერი ეროვნული ინტერესების ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

banner
წინა სტატიაშინიგერიაში ახალი სასიკვდილო ვირუსი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება