პოროშენკომ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას ხელი მოაწერა

პოროშენკო სამხედრო საბჭოს იწვევს

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვსუკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარის ვიქტორ შიშკინის განთავისუფლების შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.
ბრძანებულების ტექსტში ნათქვამია, რომ შიშკინმა თვითონ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამასთანავე, არ იტყობინებიან, მისი წსვლა კონსტიტუციაში შესწორებების მიღებას უკავშირდება თუ არა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის განხილვა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ეხება და რამაც უკრაინის პარლამენტსა და საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
პროექტი პარლამენტიდან სასამართლოში გადაიგზავნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული ჩასწორებების შემდეგ ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ორჯერ კენჭისყრით.
შესწორება გულისხმობს იმას, რომ დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში თვითმმართველობას სხვა კანონი განკარგავს.
ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ამ პუნქტს განიხილავს როგორც თვითგამოცახდებული რესპუბლიკების აღიარებას.

banner
წინა სტატიაში„რუსული მხარის მაღალი ოფიციალური პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში“
შემდეგი სტატიაბირმინგემში უძველესი ყურანი აღმოჩინეს