პოროშენკომ კიდევ ერთხელ ითხოვა იარაღი

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

იარაღის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე  პოროშენკომ დასავლეთისგან იარაღის მოწოდების თემა ისევ გაააქტიურა. ამის შესახებ მან დღეს გერმანულ Die Welt-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საუბარია უგამონაკლისოდ, თავდაცვის შეიარაღების სისტემაზე. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინამ არა ერთი მხარდამჭერი დაპირება მიიღო. “ყირიმში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ თავისუფლებას და დემოკრატიას ვიცავთ” – განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინისგან 30-45-ჯერ მეტია და მისი ქვეყანა ახლა “მე-20 საუკუნის იარაღით 21-ე საუკუნის წინააღმდეგ დგას”.
პოროშენკოს თქმით, ის არ ეთანხმება მტკიცებას, რომ უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა ენერგიის დეფიციტს გამოიწვევს ზამთარში. “რუსეთის აგრესიის შემდეგ მე არაფრის მეშინია” – განაცხადა პოროშენკომ – თუკი ჩვენ ერთი წლის წინ გამოვძვერით, ამას დღესაც მოვახერხებთ” – ციტირებს პოროშენკოს სიტყვებს გერმანული Die Welt.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი მთავრობის ანგარიშზე – სრულიად ცხადია, რომ მთავრობის მხრიდან ვადები დაირღვა
შემდეგი სტატიაყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშავებს